ახალი ამბები • 1732284277
ლეღვას გამგებელს ბრალი წარედგინა - პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 სექტემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სოფელ ლეღვას რწმუნებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაზარალებულის მიმართ ძალადობა განახორციელა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა," - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფაქტის შესახებ ინფორმაცია და ვიდეომასალა TV25.GE-იმ გაავრცელა. ცნობისთვის, ქობულეთის მერის წარმომადგენელი თანასოფლელ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა სოფელ ლეღვას ცენტრში მოხდა. ქალი სოფლის მაღაზიაშია დასაქმებული და მასზე ჯაბა სტამბოლიშვილმა იძალადა.
"უკვე გათავისუფლებულია აღნიშნული საჯარო მოხელე" - გვითხრეს ქობულეთის მერიაში.
ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა:
1727447820