ახალი ამბები • 1746028200
ნიკოლოზ თომასიანი საქართველოს პარლამენტისა და იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ | საკონსტიტუციო სარჩელი
ნიკოლოზ თომასიანი საქართველოს პარლამენტისა და იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტის გამოქვეყნებისა და მომსახურების საფასურის ოდენობა, ასევე გადახდის წესი, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
მოსარჩელე განმარტავს, რომ მინისტრის ბრძანება არეგულირებს მომსახურების საფასურებს, ვებგვერდზე განთავსებული სისტემატიზებული ნორმატიული აქტებით სარგებლობისთვისაც.
გარდა ამისა, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ თავმჯდომარე, უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით, ფიზიკური პირი გაათავისუფლოს მომსახურების საფასურის გადახდისაგან, რაც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია.

1739131407