"საინფორმაციო ცენტრების ქსელი" პარლამენტის წინააღმდეგ - საკონსტიტუციომ არსებითი განხილვა დაასრულა

 „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ პარლამენტის წინააღმდეგ - საკონსტიტუციო სასამართლომ, სარჩელზე, არსებითი განხილვა დღეს დაასრულა. დავის საგანს, „საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონი“ წარმოადგენს. მხარე ამბობს, რომ 131-ე მუხლის რიგი პუნქტები, წინააღმდეგობაშია კონსტიტუციით დაცულ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებასთან.

სადავოდ გამხდარი ნორმა, განსაზღვრავს საერთო სასამართლოებში, საერთო მაუწყებლის მიერ სხდომების აუდიო/ვიდეო და ფოტოგადაღების წესს, როდესაც, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს აღნიშნული უფლებით. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა ზღუდავს ინტერნეტმედიის მიერ სასამართლო სხდომების გადაღების და პირდაპირ ეთერში გადაცემის შესაძლებლობას, მაშინ, როცა ამ უფლებით არ სარგებლობს არც საზოგადოებრივი და არც სხვა მაუწყებელი.

მხარის მტკიცებით, ეს დისკრიმინაციული მიდგომაა. სარჩელს პლენუმი განიხილავს.

მეტის ნახვა