ახალი ამბები • 1769693544
მაღალმთიანეთში გზები ისევ გაუწმენდავია
ამბები მთიდან
1642586129
აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ისევ თოვს. უკვე მეხუთე დღეა, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებს წმენდს.
თოვლის საფარისგან თავისუფლდება როგორც ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი, ასევე, სასოფლო მონაკვეთები. ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტში რეკომენდირებულია, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით, მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება.
ინფორმაცია ვიდეომასალასთან ერთად აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოგვაწოდა.
მეტის ნახვა

























