ახალი ამბები • 1756410394
ქედაში, ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდებათ - მუნიციპალიტეტში, თოვლის საფარი 2 მეტრამდე აღწევს
ამბები მთიდან
1642411438

დიდთოვლობაა ქედაშიც. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცენტრალურ გზასთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელ მონაკვეთებს, ქედის მერიასთან ერთად, აჭარის საავტომობილო დეპარტამენტი წმენდს.
მუნიციპალიტეტში, ჯამში, 15 ერთეული ტექნიკა მუშაობს. თოვლის საფარი დაბლობში, 80 სანტიმეტრს აღწევს, მაღალი ზონის სოფლებში კი ორი მეტრია.
რამდენიმე სოფელში, შეფერხებებია ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
საბავშვო ბაღებში, სააღმზრდელო პროცესის განახლება, 24 იანვარსაა დაგეგმილი. ქედის მერიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება, გასულ კვირას მიიღეს.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა