"3 პირი თავს დამესხა და ფიზიკურად გამისწორდა" - გიორგი მასხულია

გიორგი მასხულია

დიზაინერი, გიორგი მასხულია სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ 3 პირი მას თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

მისივე თქმით, შემთხვევა თბილისში, კლუბ "ოთახში" გვიან ღამით მოხდა.

ვიდეოში იგი ამბობს, რომ ადგილზე პოლიცია გამოიძახა, თუმცა მათ რეაგირება არ მოუხდენიათ.

"მისტერ ვალენტინის" ერთ-ერთი ორგანიზატორი ახლა სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული.

შსს-ს ცნობით, მომხდარს 126-ე მუხლით იძიებენ, რაც ჯგუფურად განზრახ ჩადენილ დანაშაულს გულისხმობს.

გიორგი მასხულია ძალადობას POSTV-ის ჟურნალისტ ლევან კვარაცხელიასთან(რობერტო მავანი) აკავშირებს. თავის მხრივ "რობერტო მავანი" ფაქტთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

მეტის ნახვა