ახალი ამბები • 1656066074
აჭარის მუნიციპალიტეტებმა 34 მილიონი ვერ აითვისეს - აუდიტი
ახალი ამბები
1655720521
აჭარის მუნიციპალიტეტებმა 34 მილიონი ვერ აითვისეს. ამის შესახებ, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იუწყება.
მუნიციპალიტეტებისგან წარდგენილი ინფორმაციების ანალიზით ირკვევა, რომ ბიუჯეტის აუთვისებლობა ხშირად დაკავშირებულია ტენდერებიდან და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შედეგად წარმოქმნილ ეკონომიებთან, რაც დასკვნის მიხედვით, იმითაა განპირობებული, რომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ბაზრის სათანადო კვლევის გარეშე განისაზღვრება.
ფინანსური მაკონტროლებელი ხაზს უსვამს, რომ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადაცემული კაპიტალური და სპეციალური ფინანსური დახმარების დროულად ათვისების მიზნით, მიზანშეწონილია ეფექტიანი მონიტორინგი განხორციელდეს, გაირკვეს ბიუჯეტის შეუსრულებლობის მიზეზები და გატარდეს ქმედითი ღონისძიებები.

მდინარე ჭოროხმა 35 წლამდე ასაკის კაცი გაი...
1655811403

ბათუმში, საქართველოს ბანკს თავს დაესხნენ
1654855805
მეტის ნახვა