ბაღდათში, მეცხრე ცხედარი იპოვეს

სტიქია, მეწყერი

ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მეცხრე ადამიანის ცხედარი იპოვეს, - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს.

შეგახსენებთ, მეწყერი 7 თებერვალს, დაახლოებით, ღამის პირველ საათზე ჩამოწვა. მიწის მასამ 4 სახლი მოიყოლა. სახლებში კი 10 ადამიანი იმყოფებოდა. სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს.

სამაშველო ღონისძიებაში 200-ზე მეტი მაშველი მონაწილეობდა. 

ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს. მიწის მასა ჩამოშლილია გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე.

მეტის ნახვა