ბათუმის მერი ახალ წელს შვებულებით იწყებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები დღეს ბათუმის მერიაში შეიკრიბნენ და არჩილ ჩიქოვანი უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულეს. პარტიის წევრები ამბობენ, რომ ქალაქში უმძიმესი პრობლემებისა და საკრებულოს უუნარობის ფონზე, მერი არათუ შვებულებაზე, არამედ მოქალაქეების გასაჭირზე უნდა ფიქრობდეს. აღნიშნულ თემაზე ჩვენი გადამღები  ჯგუფი მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. 

მეტის ნახვა