ახალი ამბები • 1769693544
ბათუმის პორტიდან ყულევის ნავთობტერმინალში სანქცირებული ნავთობი გადაიტანეს - ლელო
ახალი ამბები
1651081186
ბათუმის პორტიდან ყულევის ნავთობტერმინალში სანქცირებული ნავთობი გადაიტანეს. ინფორმაციას პარტია „ლელო“ ავრცელებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივი პოლიტიკა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს საფრთხეს უქმნის. მათივე განცხადებით, ღარიბაშვილს პარლამენტში მოუწევს უპასუხოს კითხვებს, თუ როგორ მოხდა საქართველოში სანქცირებული ნავთობი.
„ლელო“ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს. პარტიის კითხვები 25 აპრილს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს შეეხება, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და სანქცირებულ რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.
მეტის ნახვა






















