ახალი ამბები • 1751994240
ბსუ-ს რექტორობა არავის სურს
ახალი ამბები
1721067376
ბსუ-ს რექტორობა არავის სურს. საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი 19 ივლისს უნდა აერჩიათ, თუმცა განაცხადები არ შევიდა. მოქმედ რექტორს მერაბ ხალვაშს ამ თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურა. ის ორჯერ იყო არჩეული 2016 და 2020 წლებში. კანონმდებლობის მიხედვით, მას მესამე ვადით არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ აქვს. იურიდიული პროცედურების მიხედვით, აკადემიურმა საბჭომ ახლა რექტორის მოვალეობის შემსრულებელი 6 თვის ვადით უნდა აირჩიოს, ვადის გასვლის შემდეგ კი არჩევნები ხელახლა გამოცხადდება.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა