ახალი ამბები • 1751633470
დაიღუპა ქვეითი, რომელსაც დილით, ბათუმში მანქანა დაეჯახა
ახალი ამბები
1707319057

ფოტო: თამარ კიკნაძე
დაიღუპა ქვეითი, რომელსაც მანქანა დაეჯახა. შემთხვევა დღეს დილით, ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა. მანქანა სამ ქვეითს დაეჯახა, მათგან ორი კი მძიმედ დაშავდა.
"ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში" TV25.GE-ის უთხრეს, რომ 47 წლის ქალი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.
რაც შეეხება მეორე დაშავებულს, 54 წლის კაცს ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გივი თარგამაძე დააკავეს
1751012220

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა