დიდთოვლობის გამოწვეული პრობლემები მაღალმთიანეთში

სამუშაო შეხვედრა გაიმართა ხელვაჩაურშიც. მხარეებმა დიდთოვლობასთან დაკავშირებული ის საკითხები და ღონისძიებები განიხილეს, რაც შექმნილი გამოწვევების აღმოსაფხვრელადაა საჭირო. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ელექტროენერგია სრულად მიეწოდება. პრობლემა არ შექმნილა ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხითაც. დიდთოვლობასთან დაკავშირებული საკითხების გარდა, შეხვედრაზე, მთავრობის თავმჯდომარემ ინფრასტრუქტურული, სოციალური და ტურისტული მიმართულებით ხელვაჩაურში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.

მეტის ნახვა