ახალი ამბები • 1751633470
ექსკლუზივი: აჭარის ტელევიზიის დირექტორობის კონკურსს გიორგი კოხრეიძე გამოეთიშა
ახალი ამბები
1664532349

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს გიორგი კოხრეიძე აღარ უხელმძღვანელებს. ჯერ კიდევ მოქმედ დირექტორს პოსტის დაკავება მეორე ვადით სურდა, თუმცა შესარჩევი კონკურსის ბოლო დღეს, მან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
შესაბამისი განცხადება მრჩეველთა საბჭოს უკვე წარუდგინა, სადაც გადაწყვეტილების მიზეზად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა მოხსენიებული.
შეგახსენებთ, თავდაპირველად, აჭარის ტელევიზიის დირექტორობის სურვილი 5 ადამიანმა გამოთქვა. ესენი არიან: აკაკი ბერიძე, ნათია თავდგირიძე, ირაკლი გიორგაძე, დავით ჩხარტიშვილი და გიორგი კოხრეიძე.
ახალი დირექტორის ასარჩევად მრჩეველთა საბჭოს დრო ხვალამდე აქვს. მაუწყებლის ხელმძღვანელი სამი წლის ვადით ირჩევა და ოფიციალურად საქმიანობას 22 ნოემბრიდან შეუდგება.

გივი თარგამაძე დააკავეს
1751012220

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა