იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება

11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით, 598 საარჩევნო უბანზე, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება. მათ შორისაა ბათუმი, ქობულეთი, ქედა, ხელვაჩაური, შუახევი და ხულო. მიზანი ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით, მოქალაქეების ინფორმირებაა. იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა ნებისმიერ ამომრჩეველს შეეძლება. ისინი გაეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. დაინტერესებულ პირებს განუმარტავენ რეგისტრაციის პროცედურებს, უჩევენებენ მაგიდასთან ბიულეტენზე საცდელი წრის, ფარული კენჭისყრის კაბინაში ბიულეტენზე წრის გაფერადებას, ასევე ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით ჩარჩო-კონვერტში ბიულეტენის და ხმის მთვლელ აპარატში  ბიულეტენის მოთავსებას. 11 სექტემბერს, იმიტირებული კენჭისყრის პროცესი 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გაიმართება. უბნების ჩამონათვალისა და დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ცესკოს ვებგვერდზე. 

მეტის ნახვა