ახალი ამბები • 1769693544
ინდოელი სტუდენტი, რომელსაც ბათუმში, რამდენიმე კვირის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
ახალი ამბები
1684395648
სტუდენტი, რომელსაც ბათუმში, რამდენიმე კვირის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. იგი ინდოეთის მოქალაქე იყო. მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია TV25.GE-მ 27 აპრილს გაავრცელა. ახალგაზრდის მეგობრები მასთან დაკავშირებას 22 აპრილის შემდეგ ვეღარ ახერხებდნენ.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სტუდენტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტის პირველ კურსზე, ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლობდა.
მეტის ნახვა






















