ახალი ამბები • 1733997205
კამილა ჰარისმა დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა
"არჩევნების შედეგები უნდა მივიღოთ... ჩემი გული სავსეა მადლიერებით იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეთ, სავსეა ჩვენი ქვეყნის სიყვარულით..." - ამის შესახებ აშშ-ს მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი საუბრობს და მხარდამჭერებს მიმართავს. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დღეს ის დონალდ ტრამპს ესაუბრა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
"არჩევნების შედეგები უნდა მივიღოთ. მე ცოტა ხნის წინ, არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრე და გამარჯვება მივულოცე. მას ვუთხარი, რომ ჩვენ მას და მის გუნდს [ხელისუფლების] გადაცემასა და ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებაში დავეხმარებით.
ამერიკული დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია, რომ როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ამას ვაღიარებთ. ეს პრინციპი, სხვებთან ერთად არის ის, რაც დემოკრატიას მონარქიისგან ან ტირანიისგან განასხვავებს და ნებისმიერმა, რომელიც საზოგადოებრივი ნდობის მოპოვებას ცდილობს, ამას პატივი უნდა სცეს. ჩვენ ვუერთგულოთ უნდა არა პრეზიდენტს ან პარტიას, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციას.
მე არასდროს შევწყვეტ ბრძოლას მომავლისთვის, სადაც ამერიკელებს შეუძლიათ, აიხდინონ თავიანთი ოცნებები, ამბიციები და მისწრაფებები, სადაც ამერიკელ ქალებს ექნებათ თავისუფლება, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები თავიანთ სხეულზე და არ იყვნენ ვალდებულები, მთავრობას უთხრან, რა უნდა გააკეთონ. ჩვენ არასდროს შევწყვეტთ ბრძოლას იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი სკოლები და ქუჩები იარაღით ძალადობისგან" - განაცხადა ჰარისმა.
1733990122
1728455482
1727447820