ახალი ამბები • 1751358640
კაცს მატარებელი დაეჯახა - ის ადგილზე გარდაიცვალა
ახალი ამბები
1708961076

ადგილზე დაიღუპა კაცი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, გორში, სოფელ ხიდისთავთან მოხდა.
როგორც ცნობილია, 40 წლამდე ასაკის მოქალაქე ლიანდაგებზე არაფხიზელ მდგომარეობაში გადადიოდა.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით ((რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიმდინარეობს.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა