ახალი ამბები • 1751633470
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება სარფის საბაჟოზე
ახალი ამბები
1725981322

ამ წუთებში სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ხმაური და დაძაბულობაა. აქციას ის მოქალაქეები მართავენ, რომლებმაც გამშვები პუნქტი ცოტა ხნის წინ გადმოკვეთეს. ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ახალი უფროსი დაინიშნა, პროდუქციისა და მედიკამენტების გადმოტანის პროცედურები ხელმძღვანელობის მხრიდან ხელოვნურად შექმნილი მიზეზების გამო გართულდა. მოქალაქეები ჰყვებიან, რომ ეს დაახლოებით 2 თვეზე მეტია გრძელდება. აქციის მონაწილეებს ხელმძღვანელობასთან გასაუბრება სურს, თუმცა მათ არავინ ხვდება. ისინი ვერც პასუხებს იღებენ და ვერც ჩამორთმეულ პროდუქციას იბრუნებენ.
შემოსავლების სამსახურისგან ველოდებით პასუხს.
ინფორმაცია განახლებადია

გივი თარგამაძე დააკავეს
1751012220

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა