ხვალ, 8 მარტს, ბათუმში ქალების მარში გაიმართება

ქალები

ხვალ, 8 მარტს, ბათუმში ქალების მარში გაიმართება. შეკრება "ბათუმელების" ოფისთანაა დაანონსებული. პროტესტის ამ ფორმით, ქალები კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან რეჟიმის წინააღმდეგ. 

"ბათუმელი ქალები ვერთიანდებით რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
ამ პროტესტს ქალის ხმა აქვს და ეს ხმა შენია!
2025 წლის 8 მარტს საქართველოში პირველად ვხვდებით ქალ პოლიტპატიმართან ერთად – მზია ამაღლობელი, ავტორიტარული რეჟიმის მსხვერპლი და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა დღეს.

მასთან ერთად, არც სხვა ქალები ვეგუებით საქართველოში ჩამოყალიბებულ დიქტატურასა და პოლიციურ რეჟიმს, რომელსაც ტყვედ ჰყავს უდანაშაულო ადამიანები, უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, შეურაცხყოფას აყენებდა მოშიმშილე მზია ამაღლობელს, აწამა მშვიდობიანი მანიფესტანტები და თავისი ყოველდღიური ქმედებით მიჰყავს საქართველო სულ უფრო და უფრო ღრმა კრიზისამდე.

სწორედ ამ რეჟიმის წინააღმდეგ, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, რომელსაც ქალთა მოძრაობა ყოველწლიურად ვუძღვნით ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ქალები ვიკრიბებით ბათუმში, ბათუმელების რედაქციასთან და ვმართავთ საპროტესტო მარშს - "ქალები რეჟიმის წინააღმდეგ"

8 მარტს, 18:00 საათიდან შემოგვიერთდი ბათუმელების ოფისთან,რათა ერთად გავაგონოთ რეჟიმს გაბრაზებული ქართველი ქალების ხმა!"- წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მეტის ნახვა