ახალი ამბები • 1701337917
კიდევ ერთი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა - ჩაქვში, აღსრულების პოლიციამ თურმანიძეები გამოასახლა
ჩაქვში, აღსრულების პოლიციამ კიდევ ერთი ოჯახი გამოასახლა. ღია ცის ქვეშ თურმანიძეები დარჩნენ. აღმაშენებლის 8 ნომერში, პროცესი დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
სახლის კანონიერი მეპატრონე, თანხის აღებას არ დათანხმდა, რადგან როგორც თავად თქვა, ამ პირობას ოჯახი არ ასრულებდა და წლების განმავლობაში ატყუებდა. თურმანიძეებმა, უძრავი ქონება წლების წინ, ბანკში ნათესავს ჩაუდეს, რომელიც მეზობლად ცხოვრობს და მათ საერთო კედელი ჰყოფთ.
დაზარალებულები პასუხისმგებლობას ხალვაშს აკისრებენ და სთხოვენ, დაკარგული საცხოვრებლის სანაცვლოდ, თავად გასახლდნენ ბინიდან. ეს უკანასკნელი კი, რამდენიმე საათს ითხოვდა, თუმცა ბინის კანონიერმა მესაკუთრემ ფული აღარ აიღო.
ტერიტორიაზე რჩებიან დაზარალებული ოჯახის წევრები, ახლობლები, მეზობლები და უფლებადამცველები.

1700826696

1699261403

1698564246

1698396221