ახალი ამბები • 1751633470
კომერციული მოსყიდვის და ყალბი დოკუმენტის დამზადება- გასაღების ფაქტზე პასუხისგებაში მიეცა სამი პირი
ახალი ამბები
1718363446
კომერციული მოსყიდვის და ყალბი დოკუმენტის დამზადება- გასაღების ფაქტზე პასუხისგებაში მიეცა სამი პირი. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა, რომელთაგან ერთ-ერთი მუშაობდა ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში, უკანონო მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტესტირების ჩატარების პროცესში, ოფიციალურად დადგენილი გადასახადის გარდა, მოქალაქეს დამატებით მოსთხოვეს და გამოართვეს 250 ლარი. თანხის სანაცვლოდ, კი ტექნიკურად გაუმართავ ავტომანქანაზე გაცემულ იქნა ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიში.
მიმდინარეობს გამოძიება. სასჯელი თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 2-დან 4 წლამდე ვადით.

გივი თარგამაძე დააკავეს
1751012220

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა