„მაგთის“ თანამშრომლები გაიფიცნენ

საქართველოს მასშტაბით გაფიცული 300-მდე თანამშრომელი და დიდი პრობლემის წინაშე მდგარი ხელმძღვანელობა. აი ასეთი მდგომარეობაა  ახლა მაგთის ცენტრალურ ოფისში. ერთ-ერთი მსხვილი ქართული კავშირგაბმულობის კომპანიის თანამშრომლები დაბალ ხელფასებსა და შეუსაბამო სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. ამბობნენ, რომ არაერთი წერილობითი მიმართვის მიუხედავად, კომპანიის ადმინისტრაცია მათ მოთხოვნებს არ ითვალისწინებს.

კომპანია მაგთის თანამშრომლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნას მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით ხსნიან. აღნიშნავენ, რომ დიდი რისკის მიუხედავად, პანდემიის პერიოდში მათ მუშაობა, არ შეუჩერებიათ, თუმცა, როგორც ამბობენ, ხელთ, მხოლოდ, ადმინისტრაციის უპასუხისმგებლობა შერჩათ.

ამ ეტაპზე, მაგთის თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი გაფიცვის რეჟიმში რჩება და კომპანია მუშაობას შემცირებული კადრებით აგრძელებს. კითხვაზე, თუ რა ზიანი შეიძლება მიადგეს გაფიცვის შედეგად, ერთ-ერთ უმსხვილეს ქართულ ქსელს, თანამშრომლები გვეუბნებიან, რომ ნახევარი წელი კომპანია ფუნქციონირებას ვერ შეძლებს.

ადგილზე TV25-ის გადამღები ჯგუფის გამოჩენისთანავე, „მაგთიკომის“ ადმინისტრაცია დაგვიკავშირდა და ტერიტორიის დატოვება მოგვთხოვა.

რასაკვირველია ჩვენ ვეცადეთ, თანამშრომლების პრეტენზიებზე პასუხების მისაღებად ხელმძღვანელობას გავსაუბრებოდით, თუმცა, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან პასუხისმგებელი პირი ბათუმში არ მოიძებნება.

რადგან სხვაგვარად ვერმოვახერხეთ, მაგთიკომის ადმინისტრაციასთან დაკავშირება წერილობით გადავწყვიტეთ. ხელმძღვანელობა გაფიცული თანამშრომლებისგან განსხვავებით სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობენ, რომ დასაქმებულებს ხელფასები უკვე გაეზარდათ.

საბოლოოდ, როგორ გაგრძელდება გაფიცულებისა და „მაგთიკომის“ ადმინისტრაციის ურთერთობა და შეექმნება თუ არა მოსახლეობას ერთმანეთთან კომუნიკაციის პრობლემა ჯერ არვიცით. 

მეტის ნახვა