მანქანა, რომელშიც 3 მგზავრი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა - კიდევ ერთი ავარია მსხვერპლით დასრულდა

პოლიცია

მსხვერპლით დასრულებული კიდევ ერთი ავარია. შემთხვევა ყვარელში, სოფელ სარუსოსთან მოხდა. მსუბუქი მანქანა, რომელშიც სამი მგზავრი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა. შედეგად, ერთი მგზავრი გარდაიცვალა, ორი დაშავდა.

ექიმების თქმით, ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მეტის ნახვა