ახალი ამბები • 1751633470
მიუსაფარ ცხოველებზე მონიტორინგი გრძელდება
ახალი ამბები
1721900188
მიუსაფარ ცხოველებზე მონიტორინგი გრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს. უწყების ცნობით, მიმდინარე წელს 2 ათას 392 ცხოველს უკვე ჩაუტარდა სტერილიზაცია-კასტრაცია-ვაქცინაცია, რევაქცინაცია. ინსპექციის ცნობითვე, მზრუნველობის მიზნით ჯანმრთელი, მიუსაფარი ძაღლისა და კნუტის აყვანა დაინტერესებულ პირს ცხოველთა თავშესაფარში შეუძლია. მიმდინარე წელს ამავე მიზნით 100-მდე ცხოველი უკვე გაჩუქდა. ბათუმის მერია მონიტორინგს „სევერთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ახორციელებს.

გივი თარგამაძე დააკავეს
1751012220

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა