ახალი ამბები • 1751633470
მსუბუქი ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა - ასაკოვანი ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მოზარდი დაშავდა
ახალი ამბები
1659683238

ზუგდიდში, გუშინ, გვიან ღამით, რუსთაველის ქუჩაზე გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 60 წლამდე ასაკის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, მისი მოზარდი შვილიშვილი კი მძიმედ დაშავდა.
ავტომობილი ბებიას და შვილიშვილს მაშინ დაეჯახა, როდესაც ისინი გზის სავალი ნაწილის გადაკვეთას ცდილობდნენ.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. 12 წლის მოზარდმა მძიმე დაზიანებები მიიღო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ახლა მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

გივი თარგამაძე დააკავეს
1751012220

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა