ახალი ამბები • 1742454739
მზია ამაღლობელი უკვე 26-ე დღეა შიმშილობს

გამოცემაა "ნეტგაზეთისა" და ბათუმელების დამფუძნებელი უკვე 26-ე დღეა შიმშილობს. ჟურნალისტი ამ დრომდე კლინიკა "ვივა მედში" რჩება, მას გამოკვლევებს უტარებენ. მოშიმშილე ჟურნალისტის დვოკატების თქმით, მას რეანიმატოლოგი, ენდოკრინოლოგი და მეტაბოლური დაავადების სპეციალისტი ესაჭიროება.
"რამდენიმე წუთის წინ მოვინახულე, მხნედ არის. დაგვჭირდა დამატებითი კვლევების ჩატარება. ამ კვლევის შემდეგ კონულტირდება ექიმების მიერ. რეკომენდაციებს ითვალისწინებს, მაქ აქვს უკვე დანიშნულება მიცემული. ეს დანიშნულება სარულდება, რაზეც თანხმობას აცხადებს"- ამბობს კლინიკა “ვივამედის“ დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე.ჟურნალისტის ადვოკატის თქმით, მზია ამაღლობელი შიმშილობას აგრძელებს.
„ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის სამმართველოს წინ, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.