მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე 2000 ლარით დაჯარიმდა

მზია

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე 2000 ლარით დაჯარიმდა. გადაწყვეტილება მოსამართლე სალიხ შაინიძემ გამოაცხადა. 

„ჩვენ დღევანდელ სხდომაზე გამოვიკვლიეთ ვიდეომტკიცებულებები და მე ვაფიქსირებ სასამართლო სხდომის ოქმში, რომ ვიდეომტკიცებულებების გამოქვეყნების შედეგად სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია – პირველი შემთხვევა არის სტიკერის მიკვრის, ბესელიამ თუ დგებუაძემ, ბესელიამ მგონი, ხელი მოკიდა და არ გაუწევია წინააღმდეგობა მზიას, შეჰყვა მას პოლიციას ეზოში. მეორე ჩანაწერია ასევე, სადაც ირაკლი დგებუაძე ამბობს – „150-ე მუხლით დავაკავეთ“, ეს ორი ფაქტი სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია“, – განაცხადა მოსამართლე სალიხ შაინიძემ.

მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა. მან შიმშილობა, 38-ე დღეს,  18 თებერვალს შეწყვიტა.

მეტის ნახვა