ახალი ამბები • 1751633470
ქობულეთში, საცხოვრებელი სახლის უკანა ნაწილი ჩამოინგრა
ახალი ამბები
1674845356

ქობულეთში, საცხოვრებელი სახლის უკანა ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ქვედა სამებაში მოხდა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში ერთი ქალი იმყოფებოდა, რომელიც ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.
არსებულ სიტუაციას ქობულეთის მერიის წარმომადგენლები გაეცნენ. მათ დაზარალებულ მოქალაქეს მდგომარეობის შესწავლას და შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარებას დაჰპირდნენ.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველოს, ენერგო-პრო ჯორჯიასა და სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენლები.
უცნობია, რა გახდა ნგრევის მიზეზი.

გივი თარგამაძე დააკავეს
1751012220

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა