რეაბილიტირებული ქუჩა ხელმეორედ გადათხარეს

უკვე რამდენიმე დღეა, ბათუმში ტბელ აბუსერიძის ქუჩა, „კარფურიდან“ რესპუბლიკურ საავადმყოფომდე მონაკვეთში ცალმხრივად გადაკეტეს. მიზეზად ქალაქის საკანალიზაციო სისტემაში შექმნილ  პრობლემას ასახელებენ.  აღსანიშნავია, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციების  სამუშაოები, აქ, 2019 წელსაც მიმდინარეობდა, რის გამოც ავტომობილებისთვის გადაადგილება, რამდენიმე თვის განმავლობაში, შეფერხებული იყო.

აბუსერიძის ქუჩა, ჯავახიშვილისა და გრიბოედოვის მონაკვეთში,  მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის მიზეზით, მოძრაობა, თითქმის ერთი წელი ჩაკეტილი იყო. ამის მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ ადგილზე ძველი სისტემის ახალ საკანალიზაციო სისტემაზე დაერთება, ამ დრომდე, დასრულებული არ არის.

აბუსელიძის ქუჩაზე არსებული შეფერხების გამო, საავტომობილო მოძრაობა,  ასე გადანაწილდა: „კარფურის“ მხრიდან მოძრავი ავტოტრანსპორტი, აბუსერიძის ქუჩის გადაკეტვის გამო, ლორია-პუშკინის ქუჩებით მოძრაობს, ხოლო, ჭავჭავაძის ქუჩიდან მოძრავი ტრანსპორტი აბუსერიძის ქუჩაზე აგრძელებს მოძრაობას. არსებულმა  სქემამ კი, ქალაქში, საცობები გამოიწვია.

რატომ ხდება, ქალაქში, ერთიდაიგივე ტერიტორიაზე, სხვადასხვა მიზეზით ქუჩების გადაკეტვა?  კითხვით ქალაქის მერიას მივმართეთ. უწყებაში, მხოლოდ, წერილიბითი კომენტარით შემოიფრაგლნენ. პასუხი, როგორც ყოველთვის შაბლონურია.

"აღნიშნულ ტერიტორიაზე, წყალარინების ძველი კოლექტორის გათიშვა და სისტემის ახალ ქსელზე დაერთება მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულებას დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება, შემდეგ კი, ასფალტის საფარს აღადგენენ. რეაბილიტაცია KFW-ს პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.", - ნათქვამია მერიაში 

მერიის ინფრომაციით, ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია 2 კვირაში უნდა დასრულდეს. კომპანიაში კი, სამუსაოების ხანგრძლივობის ვადად ერთი თვე დაასახელეს. მეტიც, „ეჯიტაშში“  ვერ ასახელებენ, ნამდვილად  დასრულდება თუ არა სამუშაოები  განსაზღვრულ დროში. შესაბამისად, უცნობია, როდის აღდგება ქალაქის, ერთ-ერთ, ცენტრალურ სავალ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა. 

მეტის ნახვა