სად შეიზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება აჭარაში | მისამართები ცნობილია

შუქი

გეგმიური სარეაბილიტაციო  სამუშაოების  გამო,  8 ნოემბერს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება  „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ბათუმში - 11:00-დან 16:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: შერიფ ხიმშიაშვილის,ზ.გორგილაძის.გორგასალისა და მიმდებარე ქუჩებს.ასევე თამარის დასახლებასა და ზღვის პირა პარკის ტერიტორიას.

ხელვაჩაურში 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ჩიქუნეთს,ცხემლარას,ვაკესა და მიმდებარე სოფლებს.ასევე გონიოსა და დაბა ხელვაჩაურის დასახლებების ნაწილს.

ქობულეთში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ხუცუბანს,გვარას,გორგაძეებსა და მიმდებარე სოფლებს.ასევე დაბა ჩაქვსა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.ქ.ქობულეთში დ.აღმაშენებლისა და თამარ მეფის ქუჩებს.

ქედაში - 10:00-დან 20:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ახოს,ცხმორისს,მეძბნას,კუჭულასა და მიმდებარე სოფლებს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე,  ჩვეულ რეჟიმში.

მეტის ნახვა