ახალი ამბები • 1751633470
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარლამენტს მიმართავს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიმართვა პარლამენტს. არასამთავრობო ორგანიზაცია საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებს, ბათუმის საკრებულოსთვის „საარჩევნო კოდექსის“ ცვლილება, თვითნებურად და ცალმხრივი პარტიული ინტერესების გათვალისწინებით არ გამოიყენოს.
საიაში ფიქრობენ, რომ არსებული კრიზისი დისკრიმინაციული და დაუსაბუთებელი ინიციატივებით არ უნდა გადაიჭრას და იგი ამომრჩეველთა ნების რეალიზაციაზე ორიენტირებული, ანტიკრიზისული ნორმებით უნდა მოგვარდეს.
დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ბათუმის წარმომადგენლობით ორგანოში ქვორუმისთვის ოპოზიციის დასწრება საჭირო აღარ იქნება. შესაბამისად, ოცნების ახლადარჩეული გუნდის წევრის, რამაზ ჯინჭარაძისთვის ლეგიტიმაციის ცნობა, ოპონენტების გვერდის ავლით იქნება შესაძლებელი.
შედეგად კი „ქართული ოცნების“ უმრვლესობით დაკომპლექტებული ბათუმის საკრებულო შეკრებას შეძლებს. ინიციატივა პარალმეტში ცოტა ხნის წინ წარადგინეს.

1751012220

1745312322