ახალი ამბები • 1751633470
შეფერხებები სარფის საბაჟოს თურქულ მხარეს

სარფის საბაჟოზე შეფერხებებია. ამის მიზეზი, როგორც მგზავრები TV25.GE-ს უყვებიან, თურქულ მხარეს, ქსელში არსებული ხარვეზებია. როგორც მოქალაქეები ამბობენ, დაახლოებით, საღამოს 6 საათის შემდგომ, საზღვრის გადმოკვეთას ვერ ახერხებენ.
"6 საათის შემდგომ რიგში ვდგავართ. საშინელებაა. ამბობენ, ხშირად არის ასეთი პრობლემებიო, ჩვენ პირველად შეგვხვდა. საბაჟოს თურქულ მხარეს ქსელში დაზიანებააო, გვითხრეს. არ ვიცით, როდის მოგვარდება პრობლემა. არიან ბავშვები, პარალიზებული ვართ. ალტერნატივას ვერ გვთავაზობენ. "- უყვებიან TV25.GE-ს მგზავრები.
როდის აღმოიფხვრება საბაჟოზე არსებული პრობლემა? შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ თურქულ მხარეს პროგრამული ხარვეზი აქვს, რის გასწორებასაც ცდილობენ. "პრობლემა სავარაუდოდ მალე აღმოიფხვრება"- გვითხრეს შემოსავლების სამსახურში.

1751012220

1745312322