ახალი ამბები • 1756410394
სისხლიანი გარჩევა ბათუმში - დაჭრილია ორი ადამიანი
ახალი ამბები
1701845722
სისხლიანი გარჩევა ბათუმში - დაჭრილია ორი ადამიანი. შემთხვევა გვიან ღამით, "მაჭახელას" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
დაჭრილები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. პაციენტებმა კლინიკა მალევე დატოვეს, რადგან ჭრილობები მძიმე არ იყო და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე 1 პირი უკვე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა




















