თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის პროცესი მიმდინარეობს

ელისაშვილი

ფოტო: მთავარი არხი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. დაცვის მხარე ელისაშვილის 3 ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებს.

ალეკო ელისაშვილი „ქორთიად მარიოტთან“ 4 დეკემბერს დააკავეს, ის დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

შსს ელისაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ედავება, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტის ნახვა