ახალი ამბები • 1732284277
თურქული მხარე ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ექსტრადირებას ითხოვს
ახალი ამბები
1654867659
თურქული მხარე ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ექსტრადირებას ითხოვს. ინფორმაციას საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი ავრცელებს. ოზთურქი, ბათუმში, 31 მაისს დააკავეს. მას პროკურატურამ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით წარუდგინა.
2018 წელს, თურქული მედიის ცნობით, ოზთურქს თურქეთის სასამართლომ მკვლელობის წაქეზებისთვის პატიმრობა მიუსაჯა. საქართველოში ოზთურქი სწორედ პატიმრობის თავიდან ასაცილებლად გამოიქცა.
თურქი ბიზნესმენის კომპანიები ძირითადად ტურიზმის, ტრანსპორტისა და მშენებლობის ინდუსტრიებში საქმიანობს. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქტივი ბათუმში მდებარე სასტუმრო "ეიფორიაა".
ბათუმში პარკირების ადგილის გამო კაცი დაჭრ...
1727447820
მეტის ნახვა