ახალი ამბები • 1742384263
TV25-ის ექსკლუზიური ინფორმაციის შემდეგ, სახალხო დამცველმა ქობულეთის II საჯარო სკოლაში მოკვლევა დაიწყო
ახალი ამბები
1684915865
TV25-ის ექსკლუზიური ინფორმაციის შემდეგ, სახალხო დამცველმა ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში მოკვლევა დაიწყო. საკითხი, მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მიმართ ჩაგვრის ფაქტს ეხება.
შეგახსენებთ, მუსიკის პედაგოგმა მოსწავლეს თანატოლების წინ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ემუქრებოდა. ფაქტის ამსახველი ვიდეო-მასალა მოზარდებმა მობილურით გადაიღეს.
საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფაქტზე შიდა მოკვლევაც დაიწყო. საჯარო მხილების შემდეგ, პედაგოგმა სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება შემდეგ დაწერა.

შეფერხებები სარფის საბაჟოს თურქულ მხარეს
1742233332
მეტის ნახვა