ახალი ამბები • 1756410394
"დაიტოვე" - ახალი ჯგუფი ფეისბუქში
პოლიტიკა
1714565880

„დაიტოვე“ - ასე ჰქვია ჯგუფს, რომელიც სოციალურ ქსელ ფეისბუკში გუშინ შეიქმნა. მისი მიზანი „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ აქციებზე რეგიონებიდან ტრანსპორტირების ორგანიზებასა და მოქალაქეების დაბინავებაში ხელშეწყობაა. ჯგუფში ღიაა და ამ ეტაპზე მასში 80 ათასზე მეტი ადამიანია გაწევრებული.
რაოდენობა ყოველ წამს მზარდია. სპეციალურად შექმნილ სოციალურ გვერდზე, ადამიანები, აქციაში მონაწილეობის მსურველებს, საკუთარ სახლში დარჩენასაც სთავაზობენ.
ჯგუფში, მსგავსი შინაარსის ათასობით პოსტი უკვე დაიწერა.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

სადგურის მოედანზე მკვლელობა მოხდა
1746451221

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა