დავით ვერულიძე და მინდია რომანაძე - ქობულეთის მერს ახალი მოადგილეები ჰყავს

ლევან ზოიძე

ქობულეთის მერს ახალი მოადგილეები ჰყავს. ლევან ზოიძემ თანამდებობებზე მინდია რომანაძე და დავით ვერულიძე დანიშნა.

ეს უკანასკნელი 2017 წლის ნოემბრიდან 2021 წლის ოქტომბრამდე, ჯერ კიდევ ყოფილი მერის, მირიან ქათამაძის მოადგილე იყო. 2015 წლიდან 2017 წლის ნოემბრამდე ხელმძღვანელობდა ქობულეთის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილებას. 2014-2015 წლებში მუშაობდა ქობულეთის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო განვითარების სამსახურის საინვესტიციო განვითარების სამსახურის სპეციალისტად.

რაც შეეხება მინდია რომანაძეს, იგი 2018-2021 წლებში, მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობდა; 2013-2018 წლებში იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორი; 2010-2013 წლები - ეკავა შ.პ.ს. "კოლხეთის" გენერალური დირექტორის თანამდებობა; იყო 2004-2010 - შ.პ.ს. "კოლხეთის" მთავარი ინჟინერი. ასევე, 1998-2004 წლებში, ქობულეთის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსი ინსპექტორის პოსტზე მუშაობდა.

შეგახსენებთ, ლევან ზოიძე ქობულეთის მერად 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს. იგი მუნიციპალიტეტს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

მეტის ნახვა