ახალი ამბები • 1763483982
ციხისძირში ციტრუსის ნარჩენების დაყრას ეწინააღდეგებიან
საზოგადოება
1638885752
სოფელ ციხისძირში გადამუშავებული ციტრუსს ნარჩენების დაყრას ისევ ეწინააღმდეგებიან. საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივებსა და ქობულეთის მერს შორის შეხვედრა გაიმართა.
ისინი, სოფელში, ციტრუსის ქარხნიდან გამოტანილი ნარჩენების დაყრას აპროტესტებენ, რომელსაც მათი თქმით მძიმე სუნი აქვს და ადგილობრივებს ეკოლოგიურ საფრთხეებს უქმნის.
მოსახლეობისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, ლევან ზოიძე მათი მოთხოვნის ნაწილობრივ დასაკმაყოფილებლად მზადაა, თუმცა, საბოლოო შეთანხმება არ შემდგარა. თავად ზოიძე კი ამბობს, რომ სოფელში მცხოვრებლებს პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა და დანაპირებს აუცილებლად შეასრულებს.
ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა





















