ახალი ამბები • 1756410394
გადავა თუ არა ბათუმის საკრებულოში ენმ ბოიკოტის რეჟიმში? - სხდომა ოპოზიციონერებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს
პოლიტიკა
1669708944
გადავა თუ არა ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის რეჟიმში, ჯერ უცნობია, თუმცა ფრაქციამ სხდომა დღეს პროტესტის ნიშნად დატოვა. ოპოზიცინერებმა რამდენიმე განცხადება გააკეთეს. მათ დაგმეს ის ფაქტი, რომ თვითმმართველობა ექსპრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დუმს.
პროტესტის მიზეზი გახდა ისიც, რომ ერთი წლის შემდეგაც საკრებულოს გარდაცვლილი მაჟორიტარი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის საქმე ისევ გამოუძიებელია. ოპონენტებმა ყურადღება ახალ ტენდერზეც გაამახვილეს, რომლითაც ბათუმში ავარიული სახლების ჩანაცვლება უნდა დაიწყოს.
„ნაცმოძრაობის“ წევრების თქმით, 78 მილიონიან ტენდერს "ქართული ოცნება" პარტიის შემომწირველს კომპანიას უკვეთავს.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა