ახალი ამბები • 1751273063
გახსნან მოლაპარაკებები, ხვალვე ვაწერთ ხელს | ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა
1734515669

გახსნან მოლაპარაკებები, ხვალვე ვაწერთ ხელს, - ასე უპასუხა ერთპარტიული პარლამენტის მიერ დამტკიცებულმა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას ევროკავშირის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით, რომელშიც საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, დაუბრუნდეს ევროპულ გზას.
ირაკლი კობახიძემ ამ მოწოდებას აბსურდული უწოდა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის სივრცეში არსებული მდგომარეობა სამწუხაროა.
„ნახეთ, რამხელა აბსურდში არიან შესული, მოგვიწოდებენ და ნაბიჯის გადმოდგმა არ უნდათ. მათ მხარეს არის რეალურად ბურთი, გახსნან მოლაპარაკებები, ვაწერთ ხელს. რომელ დაბრუნებაზეა საუბარი, ნახეთ რამხელა აბსურდში არიან შესული. ძალიან სამწუხაროა ეს მდგომარეობა, რომელსაც ვხედავთ ევროკავშირის სივრცეში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი ვაშაძე დააკავეს
1750760310
მეტის ნახვა