ახალი ამბები • 1735650420
ირაკლი ჭეიშვილი ადასტურებს, რომ არჩევნებზე ქოლცენტრებით მუშაობდნენ
“ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელი აჭარაში, ირაკლი ჭეიშვილი ადასტურებს, რომ მმართველი პარტია ქოლცენტრებით მუშაობდა. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ამის შესახებ ფეისბუქზე წერს.
"ჩამორჩენაში გულისხმობდა, არჩევნებზე მისული ჩვენი მომხრეების აღრიცხვას პროგრამულად და მაგაზე საუბრობს, რომ 30 პროცენტი გყავთ ჯერ შეყვანილი პროგრამაშიო, თქვე ტლუებო . რეალურად ჩვენი მომხრეები მისულები იყვნენ და პროგრამაში შეყვანა გვიანდებოდა. რაც შეეხება თვითონ ქოლცენტრს, კითხეთ იმ ოპოზიციონერებს ვისაც თავის დროზე ჩემთან უმუშავია შტაბში და ეხლა ოპოზიციაში არიან, დაგიდასტურებენ რომ ქოლცენტრი 2014 წლიდან გვქონდა, ვურეკავდით ჩვენს კოორდინატორებს და შეგვყავდა ინფორმაცია, თუ რამდენი ჩვენი მომხრე იყო უბანზე მისული. წელს განსხვავებით წინა წლებისა, ყველა უბანზე გავაკეთეთ პატარა-პატარა ქოლცენტრები, საიდანაც უფრო მარტივი გავხადეთ კომუნიკაცია უბნის უფროსებთან და ქოლცენტრის უფროსებს დავარქვით კაპიტნები. ბათუმში წლები გვქონდა ერთი ქოლცენტრი და წლევადელ არჩევნებზე გავხადეთ მეტი ადამიანების ჯამი არ შეცვლილა "- წერს ჭეიშვილი სოციალურ ქსელში
1728455482
1727447820