ირანში დააკავეს სტუდენტი გოგონა, რომელმაც პროტესტის ნიშნად ტანსაცმელი გაიხადა

გოგო

ირანში დააკავეს სტუდენტი გოგონა, რომელმაც უნივერსიტეტის კამპუსში პროტესტის ნიშნად ტანსაცმელი გაიხადა. სტუდენტმა პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სასწავლებლის დაცვამ ის ჰიჯაბის არასწორად ტარებაში დაადანაშაულა.  

„ამირ ქაბირის საინფორმაციო ბიულეტენის“ ინფორმაციით, დაკავებისას გოგონას სცემეს.

ირანის კანონმდებლობით საზოგადოებრივ ადგილებში ქალებისთვის ჰიჯაბის ტარება სავალდებულოა. ფაქტს უკვე გამოეხმაურნენ საერთაშორისო  უფლებადამცველი ორგანიზაციები და დაკავებული ახალგაზრდის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.

მეტის ნახვა