კალაძე: როგორ უნდა გიხაროდეს ვინმეს ციხეში გაშვება, მაგრამ, დღეს ციხეებში საუკეთესო პირობებია - 2012 წლამდე ციხეებში რა პირობებში იმყოფებოდნენ პატიმრები, არაადამიანური მოპყრობა, არაადამიანური გარემო, სრული კატასტროფა

კახა კალაძე

კახა კალაძე ეხმაურება პარლამენტთან, კამერების დენის წყაროს დაზიანებისთვის ბრალდებული არჩილ მუსელიანცის წერილს, სადაც საპატიმროში არსებულ პირობებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთებიც კი არ აქვთ.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ პენიტენციური სამსახური ცრუ ბრალდებებზე შესაბამის განცხადებას გააკეთებს.

"ჩვეულებრივი სპეკულაციებია. საპატიმროებს რაც შეეხება, როგორ უნდა გიხაროდეს ვინმეს დაპატიმრება, ან ციხეში ციხეში გაშვება, მაგრამ რაც შეეხება დღევანდელ ციხეებს, საუკეთესო მდგომარეობაა, საუკეთესო პირობები.

არ ვიცი, გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რა ხდებოდა 2012 წლამდე ციხეებში, რა პირობებში იმყოფებოდნენ პატიმრები: არაადამიანური მოპყრობა, არაადამიანური გარემო, სრული კატასტროფა!

ამის კადრები გექნებათ ნანახი. სამწუხარო რეალობა იყო. დარწმუნებული ვარ, პენიტენციური სამსახური ამ ცრუ ბრალდებაზე შესაბამის განცხადებას გააკეთებს“, - აღნიშნა კალაძემ.

მეტის ნახვა