კობახიძე: გვინდა, დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე, გვექნება კონკრეტული გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც უზრუნველვყოფთ მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას

ირაკლი კობახიძე

„მეტი დეტალი საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი მოგვიანებით. ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება ამ დოკუმენტზე მუშაობის დასრულებაც და ის გამოქვეყნდება. ჩვენ გვექნება ძალიან კონკრეტული გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც უზრუნველვყოფთ მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას. აქედანვე დასაწყებია ამ დოკუმენტზე მუშაობა, რათა ჩვენ მივიღოთ ხარისხიანი გზამკვლევი ჩვენი სამომავლო საქმიანობისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტის ნახვა