ახალი ამბები • 1756410394
ლევან ხაბეიშვილი: გამიტაცეს, მაწამეს და სამართალი ვერ ვიპოვე, მე ადამიანი არ ვარ? ფაქტობრივად, მაგისტრატურაზე ვარ ციხეში, იმდენ ლიტერატურას გავეცანი...
„მინდა პოზიცია გამოვხატო, ამ ორი თვის განმავლობაში ბევრი რამ დაგროვდა. ამ ორი თვის განმავლობაში ბევრი ანალიზი გავაკეთე. სოლიდარობა მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ქვეყნის უკეთესი მომავალი უნდათ, აპროტესტებენ და ციხეში არიან გამოკეტილი. მინდა სასამართლოს, საზოგადოებას სხვა რამ დავანახო. სასამართლო არ უნდა იყოს დაწესებულება, სადაც ადამიანი რომ მოდის, ელოდება აიყვანენ და ჩამოახრჩობენ. როცა აქ მოვდივარ, მინდა 0,5% მაინც მქონდეს იმედი, რომ სამართალს ვიპოვი. როცა ჩემზე ვსაუბრობ, ვსაუბრობ ასობით დატყვევებულ ადამიანებზე. როცა სასამართლო გავაკეთეთ, მოგეცით უფლება, დამნაშავე, კრიმინალი დააკავოთ და საზოგადოებას მოაშოროთ. სასამართლოს ლეგიტიმაცია იმისთვის კი არ მივეცით, დაგვსაჯოთ, დილეგებში ჩაგვყაროთ... რამდენი ადამიანი მოწყვიტეთ შვილებს, ოჯახებს, სამართალი ჰუმანური უნდა იყოს. ვერ ვპოულობ სამართალს, რისთვის ვზივარ 2 თვეა? ბრალად რა მედება, სასამართლოს ვეკითხები? რამე მოქმედება მედება ბრალად? პოლიტიკოსს, ლევან ხაბეიშვილს პოლიტიკური განცხადებები ედება ბრალად, საჯარო, საეთერო განცხადებები, რომ საჯარო მოხელე კანონს ემსახუროს, თუკი, ხელისუფლებაში მოვიდოდი, დაჯილდოვდებოდნენ. პოლიტიკური დაპირება არ შეიძლება ქრთამად ჩაითვალოს. პოლიტიკოსი პოლიტიკური განცხადების გამო ტუსაღობაში იყოს, გაუგებარია. თუ ვიტყოდი, კონსტიტუციური წყობილება არ მომწონს, დავამხოთ-მეთქი, კი ბატონო, ეს იქნებოდა დამხობა. გსმენიათ ლოზუნგი: „ცეცხლი ოლიგარქიას“ - ეს იმას ნიშნავს, რომ ცეცხლით უნდა გადავწვათ? გსმენიათ ლოზუნგი: „სისტემა უნდა დაინგრეს“ - თქვენ რა გგონიათ, პერფერატორით უნდა დავანგრიოთ? მადლობა პროკურატურას, ფაქტობრივად, მაგისტრატურაზე ვარ რუსთავის დაწესებულებაში, იმდენ ლიტერატურას გავეცანი...
ორი შვილი მყავს, მათაც დააკლდათ მამა, მაგრამ სოციალურად დაუცველები, დაკოჟრილი ხელებით დააკავეს ხალხი. მოსამართლე და პროკურორები ისე ვერ უნდა ხდებოდნენ, „სტაჟირება“ 3 დღე დახურულ სივრცეში არ გაიარონ. ჩაქუჩი გიჭირავთ, 2, 3 თვე ციხეში უშვებთ ადამიანებს. როგორ შეიძლება ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებისთვის საშიში იყოს? იმავე პარლამენტში ვამბობდი, ღარიბაშვილი კორუფციონერია-მეთქი და ხალხი, რომელიც მასამართლებს ამბობდა: „შე მასხარა, მატყუარაო“. მოვიდა აქ, თავი ჩახარა, კი, გავაკეთეო, თქვა. არ შეიძლება სამართალი ადამიანის გაჭყლეტაზე, გასრესაზე და იმაზე იყოს დაფუძნებული, ვის რა დავალებას მისცემენ. ფარცხალაძეზე რომ ვამბობდი, „ეფ ეს ბეს“ აგენტია-მეთქი, „მასხარაა, კეზერაშვილმა დააფინანსაო“, ამბობდნენ. მიქაუტაძეზე, რომ ვთქვი, „პარლამენტში ეს როგორ მოიყვანეთ-მეთქი“ და 4 წელში დააკავეს. წარმოუდგენელია პოლიტიკოსს საუბარი, მესიჯების საზოგადოებამდე მიტანა არ შემეძლოს. არანაირი იმედი არ მაქვს... ჩემი ორი ფანჯარა ღია დავტოვე, რომ ჰაერი შევიდეს... როგორ შეიძლება მინიმალური განცდა სამართლიანობის არ მქონდეს? ეს ჩინოვნიკები მივლენ სახლში და შვილებს მოეფერებიან. ხომ ხართ მოსამართლე? დამანახეთ, სად არის ეს სამართალი? პროკურორი ამბობს, ხაბეიშვილის მიმალვის საფრთხეაო, ანეკდოტია.... საჯაროდ გავაკეთე ყველა განცხადება, რა უნდა გავანადგურო, ტელეფონი გახსნან, განვადებით მქონდა ნაყიდი, წაიღეს და ვერ გახსნეს. თავდაცვის მინისტრი, ორგზის პრემიერი, მისი სახლიდან 15 მილიონი ლარი ამოიღეს და მეოცედი დაუწესეთ გირაო, არც მიმალვის საფრთხე არ ჰქონია თურმე. სასამართლომ როგორ შეიძლება ამაზე თვალი დახუჭოს? ვენდეტაზე კი არაა საუბარი, ადამიანობა მინდა ამ ქვეყანაში დაბრუნდეს. ადამიანი უნდა მორბოდეს სასამართლოში, მისი დანახვა უნდა უხაროდეს. იცით რაშია საქმე? საზოგადოებას სძულს, ეზიზღება სასამართლო. აპელირებენ, „ოჯახი, ტრადიციები“ - საქართველოს, ქართველ ხალხს ქრისტიანობა, სოლიდარობა სისხლში აქვთ და ამას ვერ წაშლი. სად არის ქრისტიანობა დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკაში?.. მე ნაწამები ვარ, გაგიკვირდებათ და დაზარალებულად ვარ ცნობილი. არასდროს დავუკავებივარ ვინმეს, რომ ვინმეზე ვიძალადე, ადმინისტრაციულადაც კი არ ვარ დაკავებული არასდროს. მე გამიტაცეს, მაწამეს და სამართალი ვერ ვიპოვე. მე ადამიანი არ ვარ? ჩემი წამების საქმეში ვინც მიიღო მონაწილეობა, „ხარებაა“ თუ ვინცაა, ვმუშაობ, რომ შურისძიება არ მამოძრავებდეს. ჩემს შვილებს, 16 და 14 წლის არიან, იცით, რა ვუთხარი? რომ შურისძიება არ განიზრახონ, ეს გულში არ ჩაიდონ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
მას მოსამართლე ნანა შამათავამ საქმეზე საუბრისკენ და სიტყვის დასრულებისკენ მოუწოდა.
„ორი თვე ციხეში ვარ ლაპარაკის გამო და 10 წუთში მასრულებინებთ?... ჰიტლერი სხვა რამეს კი არ აკეთებდა, ის ადამიანებს ხვრეტდა, მაგრამ ადამიანებს ანგარიშს ჰიტლერიც კი უწევდა. თუ პირი ამომიკერეთ, არ თქვა, ივანიშვილის დამხობაო, აბა, „სკოჩი“ გინდათ ამაკრათ? არ არის სწორი ეს. ეს მათი ბრალდებით 4 ოქტომბერს უკავშირდებოდა. ხომ გავიდა, რა არის საშიში ხაბეიშვილში?..
თითოეული დღე იქ ჯოჯოხეთია და სერიოზული ფსიქოლოგიური მომზადება გჭირდება. თითოეულ დღეს ანადგურებთ თითოეულ ადამიანს, რომლებიც მკვლელები არ არიან“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
1756113571




















