ახალი ამბები • 1734684571
მედეა ვასაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მთავრობასთან გარიგებაში ადანაშაულებს
საკონსტიტუციო სასამართლო მთავრობას გაურიგდა, რის შედეგადაც 3017 შშმ პირი კომპენსაციის გარეშე დარჩა. ამის შესახებ განცხადება აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა გააკეთა. მედეა ვასაძე ასე იმ პრობლემის შედეგად დამდგარ შედეგს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მუდმივად დანიშნული პენსია უწყდებოდა. ვასაძის განცხადებით, სახალხო დამცველის დახმარებით, აღნიშნული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. დეპუტატის თქმითვე, საკონსტიტუციო მთავრობას გაურიგდა და კომპენსაციის გაცემისგან თავის ასარიდებლად, მას ცვლილების განხორციელება დაავალა. სწორედ ამის საფუძველზე სასარჩელო წარმოება შეწყდა და 3 ათას 17 შშმ პირი კომპენსაციის გარეშე დარჩა. საუბარია პირველი და მეორე ჯგუფის სტატუსის მქონე პირებზე. ვასაძე ასევე გამოეხმაურა შშმ პირის მუდმივი სტატუსის აღდგენის საკითხსაც. იგი 2007 წლამდე შშმ პირის სტატუსის დამდგენი სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს მოქმედის სამართალმემკვიდრედ ცნობას ითხოვს. ოპოზიციონერი დეპუტატი საქართელოს მთავრობას, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, რეგულირების სააგენტოსა და საპენსიო სააგენტოს მიმართავს.
1728455482
1727447820