ახალი ამბები • 1733997205
მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ირაკლი კობახიძის ანტიდასავლური განცხადება
"დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი", - ანტიდასავლური განცხადება ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
"ასევე, 2028 წლის ბოლომდე, უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება, ეკონომიკური თვალსაზრისით, სათანადოდ მომზადებული რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას...", - დაამატა კობახიძემ.
კობახიძის ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა პუტინი და თქვა, რომ გაოცებულია იმ სიმამაცით, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება თავის პოზიციას იცავს.
საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო რეჟიმში შეხვედრა ჩანიშნა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.
1733990122
1728455482
1727447820