"ოცნების" ერთპარტიულმა პარლამენტმა პარტიების აკრძალვის კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტი

"ოცნების" ერთპარტიულმა პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პარტიების აკრძალვას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. "ოცნების" დეპუტატებმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს 80-ხმით, ერთხმად დაუჭირეს მხარი, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

კანონპროექტის მიხედვით, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონის 36-ე მუხლს მე-2 პუნქტი დაემატება, რომლის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და შემადგენლობა "არსებითად იმეორებს"  სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას.

მეტის ნახვა